26/10/20930 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან გოგიჩაიშვილი - ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას

ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კოვიდ ინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით ცესკო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არჩევნები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარეშე არ ჩაივლის.
„ცესკო აბსოლუტურად მოუმზადებელია, მოუმზადებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მოუმზადებელია ზოგადად სახელმწიფო პანდემიის იმ მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, მივიღეთ იმის გამო, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა კოჯორში, რომელმაც თქვა, რომ დაამარცხეს კოვიდი და დღეს ვართ ამ სიტუაციაში. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობა, მთავრობის და აბსოლუტურად უვიცი ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა, მათ შორის, პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ამბობენ, რომ აკონტროლებენ სიტუაციას, რას აკონტროლებს რატი იონათამიშვილი, ან ხუნდაძეს კითხეთ, რას აკონტროლებს? ესენი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები.
რაც შეეხება ცესკოს, ვფიქრობ, გაჩნდება ხმებით მანიპულირების მექანიზმები, არ არის საკმარისი ღიმილიანი ახალგაზრდა სტუდენტის გამოყვანა კლიპში, რომ ადამიანები დარაზმო და წაიყვანო რეგისტრაციისთვის. ამას სჭირდებოდა დრო, ორგანიზება, რესურსი, ამიტომ ის ყუთები, რომელიც იმოძრავებენ, იქნება სერიოზული გაყალბების საშუალება.
ცესკო მიყვება ირაკლი კობახიძის ინსტრუქციას, კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, რომ დამოუკიდებელი წევრები „ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, შესაბამისად მე ვერ ვგრძნობ, რომ ცესკო-ს პასუხისმგებლობა აქვს ამ არჩევნებთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კონსტიტუციური უფლების გარეშე და ისინი ვერ მისცემენ ხმას. ესეთები არიან ათეულ ათასობით, ერთ კოვიდ ინფიცირებულზე მოდის 5-7 ადამიანი თვითიზოლაციაში. დათვალეთ და ნახავთ, რომ ათიათასობით ადამიანს ექნება წართმეული ხმის უფლება ამ არჩევნებზე,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ