31/10/201 345 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გრიგოლ ვაშაძე - მინდა მივმართო თამარ ჟვანიას და ოპონენტებს, მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ

კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა იყო ამ არჩევნებზე და ყველა გაუქმებული ბიულეტენი გასაჯაროვდეს, რომ ყველამ თავის თვალით ნახოს რა ხდება კერძოდ ქუთაისში და დანარჩენ ოლქებში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ცესკო-მ ოქმების ატვირთვის ყველა ვადას გადააცილა.
„აბსოლუტური კლოუნადის მომსწრეები ვართ. დღეს, მთელი დღე ქუთაისში ამომრჩეველიც, ვინც მონაწილეობას ვიღებთ არჩევნებში და ჟურნალისტებიც, გაკვირვებით ვუყურებდით, რომ ასე თუ ისე ეს არჩევნები ნორმალურად მიდიოდა. თურმე, რას ამბობ, ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლისმაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა.
ცეკსკო-მ გადააცილა ყველა ვადას, როდესაც ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებულიყო. ქუთაისში, ჩვენს მოგებულ უბნებზე ერთბაშად გაფუჭდა ყველა ქსეროქსი და თავმჯდომარეებს ერთბაშად მოუნდათ მეჩვიდმეტედ ოქმების გადათვლა. 47 ბიულეტენია გაუქმებული ზოგიერთ უბანზე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხუთი ნომერია შემოხაზული. აღმაშფოთებელია რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად მიაფურთხეს საქართველოს მოქალაქის ღირსებას. მინდა მივმართო ცესკო-ს, პირადად ქალბატონ თამარ ჟვანიას და ოპონენტებს - მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუტეში ნუ გერევათ. იმის გამო, რომ ვალდებულებას ვგრძნობთ ამ სახელმწიფოს წინაშე, 2018 წელს გადავყლაპეთ ყველაფერი და თავის შევიკავეთ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვათ და თქვენ ხალხმა კაბინეტებიდან ფეხებით გამოგათრიონ. შეიძლება, რომ თქვენს მთავარ არხზე, საიდანაც გამარჯვების ემოციები მოდიოდა, ფილმი გადიოდეს და თქვენმა ყველა სპიკერმა ენა ჩაიწყვიტოს? ქართველები გინდათ მაგით მოატყუოთ? რასაც თქვენ აკეთებთ, სისხლის სამართლის საქმეა. კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა იყო ამ არჩევნებზე და ყველა გაუქმებული ბიულეტენი გასაჯაროვდეს, რომ ყველამ თავის თვალით ნახოს რა ხდება კერძოდ ქუთაისში და დანარჩენ ოლქებში. ისე ნუ იზამთ, რომ ეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი, ბოლო გახდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY