02/11/201 201 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნინო ბურჯანაძე - მამაღმერთის გარდა, „ოცნებას“ ვერაფერი უშველის

ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა ქვეყანა იყოს და გვინდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს, არჩევნებმა აზრი არ უნდა დაკარგოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიებისა და ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„მანდატებზე უარის თქმა არ არის მარტივი, ძალიან კარგად მესმის მე ჩემი კოლეგების. ამით ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ყველას და ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება. ეუთო/ოდირის დასკვნა არ არის საბოლოო, ის იქნება საბოლოო მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ ყველა დოკუმენტს მივაწვდით. მე იმედი მაქვს, რომ ეუთო/ოდირიც გაითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც არის. მას შემდეგ, რაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროცენტული გადანაწილებით, „ქართული ოცნების“ შემდეგ მყოფმა პარტიებმა არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს, ასევე, არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და არ შედიან პარლამენტში, მამაღმერთის გარდა, „ოცნებას“ ვერაფერი უშველის. მე დღეს გაცილებით უფრო კომფორტულ მდგომარეობაში ვარ, ვიდრე ვიყავი 2016 წელს. იმიტომ, რომ მე ბიძინა ივანიშვილმა ეს პირველად 2016 წელს გამიკეთა. როცა დავდიოდი ოქმებით, 700 უბნის გადათვლის მოთხოვნა მქონდა, მიჭირდა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამის დამტკიცება, რადგან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია ამაზე არ ლაპარაკობდა. რადგან ეს გაყალბება პირადად ჩემ წინააღმდეგ იყო. ივანიშვილის პირადი მტრობიდან გამომდინარე და არა სხვების მიმართ. ახლა ივანიშვილმა გააკეთა იგივე, ოღონდ გაუკეთა ყველას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არჩევნები რომ ეღიარებინა, ეს ნიშნავდა იმას, რომ არჩევნებმა ქვეყანაში აზრი დაკარგა.
„შედეგად, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები უბრალოდ აღარ მოვიდოდნენ არასდროს არჩევნებზე. რაც საჭირო იქნება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები მოვიპოვოთ,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA