02/11/201 080 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, პოლიტიკური კრიზისი მაინც გარდაუვალია

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, პოლიტიკური კრიზისი მაინც გარდაუვალია. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, ის ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრე უფროა.
„სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ თუ არ შევლენ, ხელისუფლების საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის გამო კრიზისი მაინც გარდაუვალია. უბრალოდ, არშესვლის შემთხვევაში „თაიმინგი“იქნება სხვადასხვა, არშესვლის შემთხვევაში კრიზისი უფრო ადრე განვითარდება ძალიან ბუნდოვანი შედეგებით. თუ პარლამენტში შევლენ, კრიზისი შეიძლება უფრო გაიწელოს, მაგრამ მაინც გარდაუვალია კრიზისის ფორმულირება, იმიტომ რომ ერთ მხარეს ძალიან მაღალი პოლიტიკური კვალიფიკაცია იქნება და მეორე მხრივ, იქნება რაოდენობრივი უმრავლესობით მდუმარე უმრავლესობა, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკური კვალიფიკაცია არ აქვს და ეს 40% დაჩაგრავს პოლიტიკურად იმ 60%-ს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა სიკვდილის შიში და პანდემიის ფონია, რომლის მართვაც მორყეულია, მეორე მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. შესაბამისად, ორივე ტაქტიკას აქვს არსებობის უფლება. ვფიქრობ, შესვლა სჯობს არშესვლას და გეტყვით რატომ. გაყალბება რომ იყო, ეს გასაგებია, მაგრამ ჯერჯერობით, ოპოზიციას არ აქვს საკმარისი დოკუმენტალური საფუძველი იმისა, რომ ამტკიცოს, გაყალბება რომ არ ყოფილყო, ეს პოლიტიკურ სურათს რადიკალურად შეცვლიდა და სხვა მოცმეულობა გვექნებოდა. ამას სჭირდება საქმის შეკერვა და სისტემურად, დოკუმენტალურად ამის დადასტურება. ეპიზოდურად, ხან ერთ ოლქს გვაჩვენებენ, ხან - მეორეს, მაგრამ ამას დათვლა სჭირდება და იგივე, თანამეგობრობასთან მუშაობა და მათთვის კარგად ახსნა, თუ რატომ მიიღება ეს გადაწყვეტილება. მეჩვენება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ასე შეხედა ამ პროცესს - კი ბატონო, იყო დარღვევები, მაგრამ სისტემურად ამას არ შეუცვლია შედეგიო. დავა რამდენიმე პროცენტზეა, თუ ოპოზიცია საკმარისად, კვალიფიციურად შეკრავს ამას, რითაც დაამტკიცებს, რომ არ ყოფილიყო გაყალბება, სხვა სურათი იქნებოდა - ამ შემთხვევაში განხილვადია სწრაფი შედეგის მიღება, პარლამენტში არ შესვლა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ინიცირება, მაგრამ სანამ ეს არ გაკეთებულა, დღეის მოცემულობით, უფრო შესვლისკენ ვიხრები არამხოლოდ პოლტიკური რისკებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოებრივი რისკებიდანაც“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე განმარტებით, თუკი, ოპოზიცია ქუჩის აქციებს გააგრძელებს, მათ მეტი არგუმენტი უნდა დადონ, არაემოციური, არამედ კვალიფიციური.
„ქუჩის აქციები ძალიან ბევრი რისკის შემცველია, ამ ქვეყანაში მარტო პოლიტიკა არ არსებობს, არსებობს კიდევ ბევრი სხვა ტიპის საფრთხე, რაც უნდ გავითვალისწინოთ. თუმცა, კატეგორიული არ ვარ, სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, ორივე ვარიანტი შესაძლებელია. თუ ისინი დაიწყებენ სწრაფ შედეგზე ორიენტირებას, ანუ ქუჩაში დარჩებიან, მეტი არგუმენტი დადონ, არაემოციური, არამედ ცივი გონებით, კვალიფიციური, შეკერონ გაყალბების საქმე, რომლითაც ცალსახად დადასტურდება, რომ დღეს ძალაუფლება უზურპირებულია“, - განაცხადა ხუხაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY