02/11/201 348 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, თუ ის შინაარსობრივად არ გამოხატავს ხალხის ნებას - ნიკა გვარამია

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ ვერ იქნება პარლამენტი ლეგიტმური და Facebook-ზე წერს:
პოლიტიკოსებსაც, ამომრჩეველსაც და სამწუხაროდ იურისტებსაც ერევათ ორი ტერმინი: კანონიერი (legal) და ლეგიტიმური (legitimate). 
ამ არჩევნების შედეგი, ცესკოს პროცედურების გავლით, შეიძლება (ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშაა) აღმოჩნდეს კანონიერი, რაც მხოლოდ პროცედურულ-ფორმალურ მხარეს მოიცავს: გაიარა ცესკოზე შემაჯამებელმა ოქმმა, ხელი აუწია ქოცუმრავლესობამ, გასაჩივრდა სასამართლოებში და იქაც არავითარი შედეგი, ქოც მოსამაართლეების მხრიდან. 
მაგრამ არჩევნებისთვის კანონიერება (ანუ ფორმალური კანონშესაბამისობა) სრულიად არასაკმარისია. ის ასევე უნდა იყოს ლეგიტიმური, რაც მოიცავს შინაარსობრივ მხარეს - ანუ შედეგი უნდა გამოხატავდეს ამომრჩევლის რეალურ ნებას. ესაა მთავარი და გადამწყვეტი, ამის გარეშე პარლამენტის კომპეტენციაზე საუბარი ზედმეტია, რაგინდ წევრების რაოდენობის უფლებამოსილება იყოს ფორმალურად ცნობილი. 
ვიმეორებ, კანონის პროცედურების დაცვით (ლეგალურობა) პარლამენტი ვერ გახდება ლეგიტიმური, რამეთუ შინაარსობრივად ის არ გამოხატავს მოსახლეობის რეალურ ნებას და არღვევს კონსტიტუციის მტავარ დებულებას - ხელისუფლების წყარო არის ხალხი. 
ესაა, რასაც ამერიკაში უნივერსიტეტში პირველ რიგში გასწავლიან, რომ კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სამართლებრივი ველიდან გასვლას: Legal means it does not break the law. Legitimate can mean the same thing, but also means it is recognized as real and not fake.- წერს ნიკა გვარამია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY