03/11/201 559 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ბოკერია მელიაზე: ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია საზოგადოების ერთსულოვნებაზე

ევროპული საქართველოს  ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნას ეხმაურება. "ეს არის ავტორიტარული რეჟიმის რეაქცია საზოგადოების ამ ერთსულოვნებაზე. პოლიტიკური პარტიები დღეს გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის ერთსულოვნებას, რომ ამ შეურაცხყოფას, დამცირებას და უფლების წართმევას, რომ განსაზღვრონ, ვინ იქნება მთავრობაში, არ მიიღებს საზოგადოება და ამაზე ამ ტიპის რეაქცია აქვთ ყოველთვის ავტორიტარებს.  ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის. ბუნებრივია, ის ქვეყანას ზიანს აყენებს, სანამ ხელისუფლებაშია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, შეუძლია, გააგრძელოს ეს პროცესი სხვა ლიდერების მიმართაც, მაგრამ ამ ყველაფრის ფინალი პერსონალურად ივანიშვილისთვის დრამატული დასასრული იქნება. ის ვერ გააჩერებს ვერც აქ შეკრებილი ადამიანების და ვერც საზოგადოების კრიტიკული მასის ამოცანას და განწყობას, რომ ეს ქვეყანა არავის არ დაუთმოს მისატაცებლად, რასაც აკეთებს ივანიშვილი". – ამბობს ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 
პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
ნიკა მელიას გადაწყვეტილებას სამაჯურის მოხსნაზე მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,