03/11/201 074 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“ გავარკვიოთ, რატომ არის თუნდაც 2%-იანი სხვაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პატარა უზუსტობებიც კი უნდა აღმოიფხვრას.
„მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და ჩვენც მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ და დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და კონკრეტულ მონაცემს.
გავარკვიოთ, რატომ არის თუნდაც 2%-იანი სხვაობა. შესაძლებელია იყოს 2 ან 3 მანდატზე საუბარი და ითქვას, რომ დღევანდელი მოცემულობით, მაგრამ შევადაროთ საბოლოო სიმართლე ერთობლივად. ამის შემდეგ ერთობლივად მივაწოდოთ საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს თუნდაც პატარა უზუსტობა იყოს აღმოფხვრილი და რატომ იყო პარალელური დათვლის შედეგად 2%-იანი უზუსტობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ იგეგმება, სადაც „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ორგანიზაციას არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდის.
„მე არ მგონია, რომ რომელიმე პარტია, მათ შორის ჩვენც აძლევდეს თავის თავს უფლებას, რომ ილაპარაკოს ეუთო/ოდირის წარმომადგენლების ნაცვლად. არ უნდა ვაკადროთ არც საკუთარ თავს და არც ქვეყანას და არც სადამკვირვებლო მისიებს, დასავლელ პარტნიორებს, როგორი იქნება მათი განცხადებები და „ვორდინგი“ წინასწარ არ უნდა დავუანონსოთ. ეს მიუღებელია! მაგრამ უნდა გავიხსენოთ მათი განცხადებები, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, მათ შორის, სავარაუდოდ, ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, იქ ჩვენც მივაწვდით ინფორმაციას მსგავსი საკითხების შესახებ და შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ჩავაყენოთ საქმის კურსში“, - განაცხადა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA