03/11/201 690 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ჟვანია - შეცვლილი წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება მცხეთის ოლქშიც

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქში კენჭისყრის შედეგების ნაწილის გაუქმების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამ შედეგის თანახმად, მეორე ტური 16-ის ნაცვლად 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა შალვა კერესელიძე, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 50,1% ჰქონდა აღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 33.4%.
3 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ „სულ ახლახანს მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა“, რამაც შედეგები შეცვალა:
„საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაზეა [ქსნის ციხის უბნის შედეგებზეა] საუბარი. დღეს ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ უბანზე შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა“.
ამ შედეგების გაუქმება, ჟვანიას თანახმად, „ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს“.
„წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იმიტომ, რომ ყველა მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო 600-მდე ხმა, და იქ არასწორად იყო ეს ბიულეტენები გაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.