04/11/201 581 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გუბაზ სანიკიძე - მდინარაძის განცხადება არის გზავნილი: "მოდით, ბიჭებო, დავილაპარაკოთ, მოგიციცქნით ცოტას"

ეს არის გზავნილი, რომ მოდით, ბიჭებო, დავილაპარაკოთ, მოგიციცქნით ცოტას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ცესკოს და მამუკა მდინარაძის განცხადებები, ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი მზადაა არჩევნების შედეგების გადათვლისთვის.
გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციის მხარდამჭერებს სტიმულს მისცემს.
„რომ ჩამოვიდეს, ახალ სტიმულს მისცემს ოპოზიციურად განწობილ ელექტორატს. ისედაც, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერავინ ვერ ამიხსნა ამ ქვეყანაში, რატომ არ აქვს სააკაშვილს უფლება, ცხოვრობდეს საქართველოში. აქ არის საუბარი სააკაშვილის ჩამოსვლაზე საქართველოში - პოლიტიკოსად, კერძო პირად, მოქალაქედ, მევენახედ -ვენახი აქვს კახეთში. მიხეილ სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილი, მორჩა და გათავდა“,- განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის დანარჩენ ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ, მაგრამ ოპოზიცია - არა.
„პრემიერ-მინისტრობის რამდენი კანდიდატი დასახელდა, არავისზე პრობლემა არ ყოფილა. ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის პრემიერ-მინისტრობის საკითხი რომ დადგა, დაიქცა ქვეყანა, მეორედ მოსვლა დაიწყო. რატომ შეუძლია 1%-იანი პარტიის თავმჯდომარეს თავი დაასახელოს პრემიერ-მინისტრად და რატომ არ შეიძლება 30%-იანმა პარტიამ დაასახელოს. როგორ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დააყენა თავი? რაღაც ჩახვეული კომპლექსი ხომ არ არის ამაში, ზოგადად? მედიას, ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩახვეული აქვს ეს ამბავი - მიშა არ დავინახოთ, მაგრამ მისი ხმები ჩვენ გვინდა. სპორტის რანაირი სახეობაა ეს? რას „ჩალიჩობთ“ მედია და პოლიტიკური სპექტრი, რა ფოკუსს აკეთებთ? ოპოზიციის ერთი ნაწილი ამას აკეთებს - მიშა, შენ გაქრი და შენი ხმები ჩვენ მოგვეცი“,- განაცხადა სანიკიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA