04/11/201 437 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაყალბებული ოქმების ფეისბუქ-კამპანია დაფინანსებულია - "ცესკოს" განცხადება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ფეისბუქზე გაყალბებული ოქმების გვერდი დაფინანსებულია, კამპანიურ ხასიათს ატარებს და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეების პროტესტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
"აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი - გაყალბებული ოქმები. მსგავს დაფინანსებულ გვერდზე, გავრცელებული ოქმები, რომელიც თითქოს გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადი უნდობლობისადმი გაჩენას", - თქვა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა ერთერთი ოქმი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეებმა გაყალბებულად მიიჩნიეს, თუმცა ყალბი არ არის, რადგან, პატიმრებს, რომლებიც შესაბამის მისამართზე რეგისტირებული არ არიან, არ აქვთ უფლება მისცენ ხმა მაჟორიტარებს.
"აქვე კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ რომელიც დევს ამავე გვერდზე, ეს არის 22-58-68 უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც არცერთი ციფრი და მონაცემი არ არის შეცდომით, თუმცა ამ გვერდზე განთავსებულია, როგორც გაყალბებული, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება, ეს შემაჯამებელი ოქმი, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნიდანაა და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის," - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
"ცესკოს წარმომადგენელმა" ასევე თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მოკვლევას ჩაატარებს და საფუძველის აღმოჩენის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს შედეგების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს და მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY