09/11/20898 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან!

ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.
სააკაშვილის შეფასებით, ის რაც ხდება საქართველოში, არის სამოქალაქო გმირობა.
„ის რაც ხდება თბილისში, ბათუმში და მთელ საქართველოში, არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა დიდი მადლობა. ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ, დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსები, გვარები, სახელები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ, ყველა, ვიცავთ საქართველოს. მინდა მივესალმო ასევე ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას. ახლა რასაც ისინი აკეთებენ, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება და თან, ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით და „იმედზე“ ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს. მინდა შევახსენო ყველას, რომ 7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები, მაგრამ ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას და აპირებს, რომ ძალადობით შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება, ეს მას არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს, ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან! ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით იმიტომ, რომ საქართველო არის წმინდათაწმინდა, ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა, ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ამას ალტერნატივა არ აქვს, ის გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად. ამ ბრძოლაში ყველანი ვართ ბოლომდე ერთად. იმ წუთში, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ოპოზიციური ლიდერები, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. არცერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას, სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გამარჯვება და გადარჩენა და ასეც იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey