10/11/201 431 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - ჩამოვალ-არ ჩამოვალ, ცოტა მომაბეზრებელია, ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე სააკაშვილის კომენტარებია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც ოპოზიციის ერთიანობაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. აღნიშნული განცხადებით, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა.
როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, დღეს ქვეყანაში იმაზე დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები. ამასთან ის დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს.
„მე ვერ ვხედავ, მისი განცხადებები როგორ უწყობს ხელს ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას. ჩამოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ, ჩამოვალ- არ ჩამოვალ ცოტა მომაბეზრებელია. ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები, რომელიც ხშირად მიზანმიმართულად კეთდება, რომ ოპოზიციაში რაღაც განხეთქილება შეიტანოს. ახლა არ არის ჩვენთვის მთავარი საკითხი მოგვწონს თუ არ მოგვწონს. ჩვენ არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი, პირიქით, მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში იყოს. თუ ამბობს რომ ჩამოვა, შეასრულოს ეს, თუ ამბობს რომ არ ჩამოდის, შეასრულოს“,-განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე, რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციურ ერთიანობაში, ხელს ხომ არ შეუშლის ოპოზიციის ერთობას, სერგი კაპანაძე დასძენს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, ერთადერთი პრობლემა კი მის პრემიერ-მინისტრობას უკავშირდება.
„ჰიპოტეტური ამბავია. მე არ მგონია, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, რომ ჩამოვა მერე ვისაუბროთ -ხელი შუეშალა თუ არა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. პრეზიდენტს უფლება აქვს აქ იყოს, ცუდია, რომ ასეთი საქმეებია მის წინააღმდეგ აღძრული. მაგრამ, სააკაშვილთან რაზეც გვაქვს პრობლემა არის მისი პრემიერ-მინისტრობა“,-ამბობს კაპანაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა, რომ არ უნდა საქართველოში დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა . „თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ“,-აღნიშნავს ის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY