16/11/201 057 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრული ჩაკეტვა არა, თუმცა „სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები განიხილება“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ე.წ ლოკდაუნი, იგივე სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი უკვე დაწესებულია.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელეს.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე მსჯელობა დღესაც იყო. საღამოს კიდევ გაიმართება დამატებითო კონსულტაციები და ასევე, ხვალაც. ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუ რაზეა საუბარი ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. მე ჩემს რეკომენდაციებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაჟღერებ, იმიტომ, რომ საბჭო გადაწყვეტილებას შეთანხმებით იღებს
ის, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში სამი თვის განმავლობაში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა, მარტო გამკაცრება მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ამ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. ერთ-ერთი მთავარი შემზღუდავი ღონისძიება არის პირბადის ყველგან ტარება. დღევანდელი ახალი ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, რომელსაც მთელ მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზე აკეთებს ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 55%-დან 60-მდე. თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, მაშინ ინფიცირების ზრდა აღარ იქნება, პირიქით, ყოველდღიური ინფიცირება ქვემოთ წამოვა. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა მის აღასრულების კონტროლს აქვს, სწორად ვაკეთებთ თუ არა მისი აღსრულების კონტროლს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA