16/11/201 858 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილს და „ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა და არ დაგვწვეს

გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს. თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა, არ დაგვწვეს, არ აგვაფეთქეს და თუ ქართველმა ხალხმა თავმოყვარეობა არ დააძინა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების თაობაზე. ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი შემდგომი სტრატეგიის და ნაბიჯების განსაზღვრა იყო, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ სწრაფად შედეგის მიღწევისთვის. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე შეხვედრა კიდევ იქნება.
„ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ დაგვანახოს თითქოს ყველაფერი რიგზეა. უმძიმესი მდგომარეობა აქვს „ქართულ ოცნებას“, უმძიმესი იქნება, თუ შედგება ერთპარტიული პარლამენტი, მით უარესი მისთვის. უმძიმესი უახლოესი პერიოდი ექნება, რომელიც აუცილებლად ახალი არჩევნებით დამთავრდება. გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი გადაარჩენს. თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვხოცეს ყველა, არ დაგვწვეს, არ აგვაფეთქეს და თუ ქართველმა ხალხმა თავმოყვარეობა არ დააძინა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ იცის, ხმების რა რაოდენობა მოპარეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA