19/11/201 092 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - მაიკ პომპეოს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს, მისი შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
როგორც გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
“მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რაც განხილული იყო, ესაა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, შემდგომი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ფასეულობებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო ბიოსტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და მისი ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს 17-18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქსა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA