19/11/201 161 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგი კაპანაძე - ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა - პარლამენტის

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა - პარლამენტის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ამასთან, მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ურჩევნიათ, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გაგრძელდეს.
„გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა და გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას შევიდეთ პარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას. მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ცნობილია, მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა. უბრალოდ ერთი რამ, რაც შეიძლებოდა მათთვის აგვეხსნა არის ის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს. არც სასამართლო მუშაობს, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, არ მუშაობს ცესკო, რომელმაც არც ერთი საჩივარი არ განიხილა, არ მუშაობს საოლქო კომისიები, რომლებმაც გადათვლაზე უარი თქვეს. ამიტომ ის, რაც იდეალურ შემთხვევაში სწორი იქნებოდა, ანუ ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია. ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, როცა გააყალბა არჩევნები და მიისაკუთრა ხელისუფლება. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა- პარლამენტის. გამომდინარე, იქიდან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური“, - განაცხადა კაპანაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY