23/11/201 893 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს.
როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს.
„თუ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პრიზი სახელმწიფოებრივი განვითარებაა, ყველამ წააგო, წააგო ორივე მხარემ და რაც მთავარია, წააგო სახელმწიფომ. თუ პრიზი არის ძალაუფლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო, თუმცა, ძალიან სუსტი ლეგიტიმაციით და უფრო მაღალი რისკის ზონაში შევიდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური გამარჯვება, რომლის ფასიც სამომავლოდ მისთვის შეიძლება იმაზე ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებისთვის ეს დამახასიათებელია, ისინი ძირითადად ინსტინქტებით აზროვნებენ, გრძელვადიან გეგმებს არ ისახავენ. მათ სისტემური, გრძელვადიანი გეგმები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიან, ერთჯერად ამოცანებზე არიან ორიენტირებული. მათ ჰქონდათ ერთჯერადი ამოცანა, რომ ნებისმიერი მეთოდით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და „ხვალისა ხვალემ იფიქროსო“ ან „ხვალ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო“, ეს არის სამწუხაროდ მათი პოლიტიკური ფილოსოფია, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.
სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი. ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა ზარალის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ზარალი რომ უკვე სახეზეა და კიდევ უფრო რომ დამძიმდება, ეს სამწუხარო რეალობაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ