24/11/201 492 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და იმედს გამოვთქვამ, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. როგორც კალაძემ განაცხადა, მმართველ გუნდს მოუწევს იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელზეც მითითებებია გაცემული.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად, ის ხარვეზები, რომელზეც მითითებები არის, მომავალში მოგვიწევს გამოსწორება, რომ არ განმეორდეს.
მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იმედი მაქვს, ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შევძლებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. როგორც ევროპარლამენტარები საქართველოში 21 ნოემბერს ჩატარებულ პარლამენტს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.
ევროპარლამენტარები ამავე განცხადებაში წერენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.