21/01/201 964 ნახვა წყარო: ფოტო:

ომბუდსმენი - ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს

ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ამ პრობლემებს იუსტიციის სამინისტრო ვერ უარყოფს, რადგან არსებობს ოფიციალური კორესპონდენცია, სადაც ამ პრობლემებს ადასტურებს. ნინო ლომჯარია ელოდება, რომ დღეს იუსტიციის მინისტრი ამის მოგვარების გზებზე ისაუბრებს.
„ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში 4 ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია, თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას. ჩვენ გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში, როცა სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ე.წ. მაყურებლების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და 3 პატიმრის გარდაცვალება სწორედ ასეთი გარჩევების დროს, ამიტომ ის ე.წ. წესრიგი ძალიან მყიფეა დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში, ძირითადად, ასეთი ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს და ნებისმიერ დროს ადმინისტრაციამ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სიტუაციაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,