03/12/201 678 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დავაფიქსირებთ ყველგან, რომ მიმდინარეობს ტელევიზიის დევნა - ნიკა გვარამია

"ანგარიშსწორება ქვეყნის ყველაზე კრიტიკული არხის მიმართ და პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება"– ასეთია "მთავარი არხის" დირექციის შეფასება დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
"მთავარი არხი" ისევ სახელისუფლებო რეპრესიების სამიზნეა. ბექაურის უწყებამ მთავარი ოპოზიციური მაუწყებელი 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კი "მთავარი არხის" ეთერში 6 და 7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გასული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გახდა. 
მარეგულირებელი კომისია მაუწყებლის კანონზე აპელირებს და ამტკიცებს რომ "მთავარს" ამ რგოლების გაშვების უფლება მოცემულ პერიოდში არ ჰქონდა. 
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომისიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა მკაცრი სანქცია დაეკისრებინა მთავარი არხის მიმართ, რადგან კანონდარღვევა, რომელზეც საუბარია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია.
მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მეტიც იმ უსამართლო მუხლითაც, რომელიც მოგვიყენეს დასაჯარიმებლად, 58 000 რატომ დაგვარიცხეს და არა 5000, როგორც წერია, აბსოლუტურად გაუგებარი და გაუგონარია, როცა ვუშვებდით ამ რეკლამას, თუ ვარღვევდით, მარეგულირებელი ვალდებულია, რომ გვითხრას გავაჩეროთ და მსგავსი არაფერი არ ყოფილა.
ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება, სცადეს ჩემი დაჭერით ტელევიზიის ნეიტრალიზაცია, არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ არ არის მარტო სახლში ეს ხელისუფლება, სულ ტყუილად გონიათ.
ახლა ებრძვიან ტელევიზიას ამ გზით, ვერაფერს ვერ უზამენ ამ ტელევიზიას, რამდენი ჯარიმაც არ უნდა გამოუწერონ, საერთოდ ფეხებზე გვკიდია, მაგრამ ის, რომ მიმდინარეობს ამ ტელევიზიის დევნა, როგორც მთავარი ოპოზიციური არა მხოლოდ არხის, არამედ ძალის, ამას დავაფიქსირებთ ყველგან და ყოველთვის, პირიქით ეს ჩვენ გვაძლიერებს და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს"  –  ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
არხის იურისტების შეფასებით, არ არსებობს კანონი რომელიც ტელევიზიას იმ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას აუკრძალავდა, რის გამოც მთავარი არხი 58 ათასი ლარით დააჯარიმეს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო 58 ათასის ნაცვლად მინიმალური - 5000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება, თუმცა ბექაურის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიას, "მთავარს" ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დააკისრა  58 000 ლარით დააჯარიმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY