19/02/203 295 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ინფორმაციის დაუგეგმავი გახმაურების გამო პრეზიდენტმა მალიში ვიზიტი გააუქმა

ინფორმაციის დაუგეგმავი გახმაურების გამო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მალიში ვიზიტი გააუქმა.
„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობისთვის: ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა დღეს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„არ ვხუმრობ, ლიუსტრა ვიყო. მოკლედ, ორ ფრანგ კოლეგასთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მერე სუდანში მაქვს ჩანიშნული მივლინება მარტის შუა რიცხვებში. ხოდა, უშიშროების იქოურმა სამსახურმა ბანგიდან (დედაქალაქი) ანუ მაინძელმა მოგვწერა იქნებ აპრილიზა გადავიტანოთო: ამდენი ქართველი და ფრანგი ამ მარტის თვეში გავრილოვის ღამეს გამოიწვევსო:)))) თურმე, ჩვენი ქაბატო მიდის 10 დღით კაი დიდ დელეგაციასთან ერთად! არა იაროს, თან ისეთ ადგილებში სადაც თავისი გონებამახვილი განცხადებებით დიდ ზაინს ვერ მოიტანს, მაგრამ ქე მაინც აუხსნას კარგად რომ ქართველია და არა ფრანგი, თვარა......თან 10 დღე აპასნია, კოღოების პერიოდია“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.