08/12/201 108 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რამაზ საყვარელიძე - მე მგონი, პატარა პარტიებიდან დაიწყება პარლამენტში შესვლა, რადგან ისინი ყველაზე მეტს კარგავენ არშესვლით

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარლამენტში არშესვლა ყველაზე მომგებიანი იმ პარტიებისთვისაა, რომლებსაც რევოლუციური სცენარის განვითარება სურთ, ხოლო ყველაზე წამგებიანი - პატარა პარტიებისთვის, რადგან მათ სრულიად გაუქრებათ პოლიტიკური პერსპექტივა.
„ბევრი ამბობს და ვეთანხმები, რომ მოსალოდნელია, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. ჩემი მოლოდინი არ არის რაიმე ინფორმაციაზე დაყრდნობით, უბრალოდ ლოგიკურად რომ ვისმჯელოთ, ყველასთვის მომგებიანია პარლამენტში შესვლა, მაშინაც კი, თუ პროტესტის გამოხატვა მოუნდებათ. მაშინაც პარლამენტი სჯობს, ვიდრე ქუჩა. ერთადერთი, ვისაც არ აწყობს საპარლამენტო ვარიანტი, არის რევოლუციის მსურველები. მეეჭვება, რომ ამდენი ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ სახელმწიფოს ბედს მიაბარებენ, საკუთარ ბედს ვერ განაგებდნენ ისე, როგორც მათ სჭირდებათ და აყოლილები არიან ერთი ჯგუფის ინტერესებს და დამოუკიდებელი ნაბიჯი ვერ გადაუდგამთ. მე მგონი, პატარა პარტიებიდან დაიწყება პარლამენტში შესვლა, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მეტს კარგავენ არშესვლით. საერთოდ, გაუქრებათ პოლიტიკური პერსპექტივა. ახლა 3%-იანი პარტიები მომავალში 13%-ით შეიძლება მოგვევლინონ, თუ ფეხი მოიკიდეს პოლიტიკაში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარლამენტი იყოს ერთპარტიული.
გააჩნია, როგორი იქნება ზეწოლა. თუ იქნა ერთპარტიული, არც ეგაა უბედურება, გვქონია ერთპარტიული პარლამენტი და აღარც გვახსოვს, რამე ხდებოდა თუ არა მაშინ. ერთპარტიულობის პრობლემა დაიძლევა დროთა განმავლობაში. თუ ერთპარტიული იქნა, მერე შიგნით „ოცნებაში“ დაიწყება პროცესები. ასეა ხოლმე, როცა კონკურენტები არ არიან, შიგნით იწყება დაყოფები. ასე, რომ ცხოვრება არ ჩერდება, ეს არაა ყველაზე მძიმე დარტყმა ქართული პოლიტიკისთვის“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება ეხვეწება პარლამენტში შემოდიო და ოპოზიცია არ შედის, აქ უკვე კანონი კი არ არის დარღვეული, ოპოზიციის „კაპრიზია“ .
„კანონები რომ არ ყოფილიყო დაცული არალეგიტიმური იქნებოდა, მაგრამ კანონები თუ დაცულია, იქ ლეგიტიმურობის თემა არ დგება. ოპოზიციას უნდა, რომ დადგეს ეს თემა და თქვან საბჭოთა და ერთპარტიული პარლამენტიო, მაგრამ საბჭოთა და ერთპარტიული პარლამენტი არალეგიტიმურია, თუ ხელისუფლება არ უშვებს ოპოზიციას პარლამენტში. თუ ხელისუფლება უშვებს და ეხვეწება პარლამენტში მოდიო და ოპოზიცია არ შედის, აქ უკვე კანონი კი არ არის დარღვეული, ოპოზიციის „კაპრიზია“ და ამიტომ არალეგიტიმურობის საკითხი არ დგას“, - განაცხადა საყვარელიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA