09/12/201 195 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ელისაშვილი: თუ გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო რეფორმაზე მისთვის მისაღები შეთანხმება შედგება, პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვის.
როგორც ელისაშვილმა Facebook ლაივში თქვა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ყველა მოქალაქე ენდობა:
"რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.
მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ - საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს," - თქვა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ მოლპარაკებებიდან ისეთი საარჩევნო სისტემით გამოვა, "რითიც ქვეყანა ამოისუნთებს:
"ამით თუ გამოვალ, შევალ პარლამენტში და ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმისთვის რომ პარლამენტში შევსულიყავით და შეგვესრულებინა ის, რასაც ხალხს ვპირდებოდით", - თქვა მან.
ელისაშვილის თქმთვე, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ფული არ აუღია "ასეთი რამის შეთავაზებას ვერც ვერავინ გაუბედავს".
"რა თქმა უნდა არანაირი ფული არ ამიღია. ვინ გამიბედავს? ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქიდან. არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ კარგად იცის და ამიტომაც ამაზე არავინ არც დამელაპარაკება", - თქვა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.