09/12/201 835 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, ეს არის "ოცნების" ლოგიკა - "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ"

ჩვენ ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს.
როგორც უგულავა აღნიშნავს, კარგია, რომ კობახიძემ საკუთარი შესწორებული კონსტიტუცია წაიკითხა და „მიხვდა, რომ როდესაც ადამიანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, მმართველ გუნდს უფლება არ აქვს მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვოს“.
„მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებენ პარლამენტში. პარლამენტში აპირებდნენ ციხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვთ, შეგვიწყვიტოთ უფლებამოსილება, მან გვამცნო, რომ კი ბატონო, დაგვიკმაყოფილებენ. კარგია, რომ თავისივე ადაპტირებულ შესწორებულ-გადასეკვესტრებული კონსტიტუცია წაიკითხა და მიხვდა, რომ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს და ტოვებს პარლამენტს, შენ, უმრავლესობას არ გაქვს უფლება დატოვო პარლამენტში მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ სადმე დატოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება ყველა ჯანსაღ აზრს.
ასევე გავიგეთ სრული სიგიჟე და ბოდვა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმებას აპირებს. მოგესალმებით მთლიანად უკვე გაფორმებულ დიქტატურაში იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ყურით მოთრეული არგუმენტებით, პირდაპირ გადადგმული ნაბიჯია არა ავტოკრატიისკენ, არამედ პირდაპირ დიქტატურისკენ. იქ იყო იაფფასიანი მუქარები, რომ შეგვიწყვეტენ დაფინანსებას. მაგაზე კალაძის სიტყვები შეგვიძლია გავიხსენოთ - აქედანაც რომ მოსჩანს ანძა და შეგვიძლია კობახიძეს ვუთხრათ. შეწყვეტ და კიდევ ერთხელ დაარღვევ კანონს, ამის უფლება არ გაქვს, მაგრამ არავინ გამოგეკიდება, კი, ბატონო, შეწყვიტე. ამით ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით. იყო კიდევ უამრავი ბოდვა“,- განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ პარლამენტში არჩევნების საგამოძიებო დროებითი კომისია შეიქმნება, უგულავა ამბობს, რომ ეს კომისია „ქართული ოცნებისთვის“ თავის გამართლების მცდელობაა.
„რაც შეეხება კომისიას, თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თვითონვე შეისწავლონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ლოგიკა „სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ“, ამიტომ ამ კომისიისგან არაფერი გამოვა. ეს კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის უბადრუკი „გაპრავების“ მცდელობა“,- განაცხადა უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY