11/12/201 052 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობის დროს გამოვლენილი კორუფციის ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ "კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო".
ორგანიზაციის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და საქართველოს უმთავრესი საჯარო ინსტიტუციები, მათ შორის, ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოები, საკუთარი ბიზნეს ინტერესებისა და პირადი უსაფრთხოების სამსახურში ჩააყენა.
"საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და მმართველი პარტიის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის მქონე მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დადებული არაოფიციალური გარიგებით. ბიძინა ივანიშვილმა, წლების განმავლობაში რაიმე ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე, წარმატებით მოახერხა საქართველოს უმთავრესი საჯარო ინსტიტუციების, მათ შორის ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოების, მისი ბიზნეს ინტერესებისა და პირადი უსაფრთხოების სამსახურში ჩაყენება", - ვკითხულობთ ანგარიშში. 
ორგანიზაცია იმ საჯარო პირებს ასახელებს, რომლებიც წარსულში ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდნენ და მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. მათ შორის არიან ყოფილი პრემიერმინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, რომლებსაც "ქართუ ბანკში" და "ფონდ ქართუში" წამყვანი პოზიციები ეკავათ. 
ასევე, სიაში არიან:
  • შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც წარსულში ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსად მუაობდა;
  • ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე - ივანიშვილის პირადი იურისტი; 
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილი;
  • ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი;
  • ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
  • ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სხვა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ბევრი საკვანძო თანამდებობის პირის, განსაკუთრებით პრემიერმინისტრების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მიანიშნებდა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებდა, რაც ხშირად სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების დროს პარლამენტის როლი მინიმალური იყო. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ახლანდელი თუ ყოფილი წევრები ღიად საუბრობენ სამთავრობო დანიშვნებში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ", - ვკითხულობთ ანგარიშში. 
ორგანიზაცია მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფზეც საუბრობს, რომელმაც სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება 2013 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შედეგად მოიპოვა და "კლანად" ჩამოყალიბდა.
"მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ „სამართლიანობის აღდგენა“ იყო, ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. განხორციელდა რეფორმათა რამდენიმე ტალღა, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, რომელსაც დღეს ე.წ. „კლანის“ სახელით მოიხსენიებენ", - წერია ანგარიშში. 
ამასთან "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო" პარლამენტის, პრეზიდენტის და მედიის დამოუკიდებლოობის ხარისხზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები საარჩევნო მიზნებისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ლეგიტიმური სარჩელების იგნორირებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის და ურჩი ბიზნესმენების დევნისთვის გამოიყენება.
კრიტიკულად განწყობილი მედიის შევიწროებაზე საუბრისას ორგანიზაცია "მთავარ არხს" და მისი დამფუძნებლების დევნას ასახელებს:
„რუსთავი 2-ის“ მფლობელის ცვლილების შემდეგ ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ტელეკომპანია „მთავარ არხი“ დააფუძნა, რომელსაც „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტების ნაწილი შეუერთდა. ამის შემდეგ:
1. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ნიკა გვარამიას, რაც კრიტიკის საგანი გახდა, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე სახალხო დამცველის მხრიდან;
2. ასევე, პროკურატურამ საეჭვო ბრალდებით დააკავა და მოგვიანებით ბრალი დაუმძიმა „მთავარი არხის“ თანამფლობელსა და დამფინანსებელს, გიორგი რურუას, რაც ასევე პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა. სასამართლომ კი მას 4 წლით თავისუფლება აღუკვეთა", - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არსებობდა მოლოდინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციით დაკომპლექტებული პარლამენტი იქნებოდა, რომელიც  არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების შეჩერებას შეძლებდა, თუმცა, ამის სანაცვლოდ ქვეყანამ ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო მიიღო და პირველი სხდომაც ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.