14/12/201 608 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ბერძენიშვილი - თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, „სამართლიან არჩევნებს“ ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს

"რესპუბლიკური პარტიის"ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილისთვის გაუგებარი და არადამაჯერებელია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის განცხადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-მ შეცდომა დაუშვა.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-ს შეცდომა მოუვიდა. კარგი ორგანიზაციაა, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის ფორმებით არის ეს თუ რაღაც სხვა ამბებით, მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება. ღიად ტყუილს გვეუბნებიან, არაფერი შეცვლილაო. ასე არ არის“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის აღნიშნული განცხადება არადამაჯერებული და არაადეკვატურია.
„პერსონალურ პასუხისმგებლობას მაინც როგორ ვერ ხედავს, ასეთი რამ რომ დამართა საკუთარ ორგანიზაციას. ამ მხრივ ძალიან გაღიზიანებული ვარ. არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის.
„თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის. ხელი გადაუგრიხეს „სამართლიან არჩევნებს“, ან რაღაცებში გამოიჭირეს თავისი შიდა ამბებით. ვფიქრობ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობები ძალიან შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არ არის. არცერთი ოპოზიციურ პარტიას ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ვნახოთ, ელჩებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY