16/12/201 393 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - თუ ამნისტია რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებისას მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს. როგორც მან აღნიშნა, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.
უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“.
"საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და მიხეილ სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამესაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“, ხოლო თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ამაში ჩვენ ვერ დავეხმარებით და არ დავეხმარებით. თუ ეს საყოველთაო ამნისტიაა, უნდა შეეხოს ყველას ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამნისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს. ამიტომ, დეტალები გვაინტერესებს, მეტი ინფორმაციაა საჭირო და შესაბამისად, თუ პატივს დაგვდებს „ქართული ოცნება“ და უფრო დეტალურად აგვისხნის რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს მხოლოდ ამ პროცესს წაადგება“, - განაცხადა უგულავამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY