19/12/201 377 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

მელია: გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას დავიწყებთ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ.
როგორც მელიას ფორმულას ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არჩევნების დანიშვნა, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა. 
"ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, კრიზისი განიმუხტება, თუ არ დანიშნავს მანამ იქნება კრიზისი, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ივანიშვილი დანიშნავს, თუ არა.
თუ არ დანიშნავს საზოგადოება აუცილებლად დაანიშნინებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი, აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას", - განაცხადა მელიამ. 
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 
ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 
სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA