27/12/201 582 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბადრი ესებუას მობილურიდან ამოღებული ფაილები მედიით გასაჯაროვდა გამოქვეყნდა: 59 წუთის წინ

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე გახმაურებული თავდასხმის ორაგანიზატორისა და შემსრულებლის, ბადრი ესებუას მობილური ტელეფონიდან შსს-ს მიერ ამოღებული აუდიოფაილები "ტვ პირველის" ეთერში გაასაჯაროვდა.
რეპორტაჟის თანახმად, ბადრი ესებუას მობილურზე უკავშირდებოდნენ ბანკის პრობლემური სესხების დეპარტამენტიდან, საიდანაც მას აცნობეს, რომ მის სახელზე არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, ბანკიდან 8.000 ლარის სესხის გამოტანისას გირაოდ ჩადებული საგვარეულო მიწები, აუქციონზე გავიდოდა, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობდა, რომ ეს ნაკვეთები აუქციონზე გაიყიდება. 
ამავე აუდიოფაილით ირკვევა, რომ ესებუა ბანკს სესხის გადავადებას სთხოვდა და მზად იყო თვეში 100 ლარი გადაეხადა, თუმცა, უარი უთხრეს. საუბრის ბოლოს ჯარისკაცი პირდაპირ ამბობს, რომ ის მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ შეძლებს. 
დანარჩენი აუდიოფაილები, რომელიც მობილური ტელეფონიდანაა ამოღებული, სამხარეო პოლიციის უფროსსა და ბანკში შეჭრილ ესებუას შორის დიალოგებია, რომელიც ასევე საქმეშია ჩადებული და სადაც პოლიცელი და მოძალადე ბანკიდან უსაფრთხოდ გასვლის დეტალებზე საუბრობენ. 
ჩანაწერებიდან ჩანს, რომ პოლიციის უფროსი დაჟინებით მოითხოვს ესებუასგან ყველა მძევლის გათავისუფლებასა და უარს ეუბნება დამატებით ხუთი პოლიციელის მძევლობაზე:
"არა, მე არავის არ შემოვიყოლებ, მე უნდა ვიცხოვრო, ბიჭო, შვილებს თვალებში უნდა ჩავხედო, ჩემი სიცოცხლე კიდევ არ მაინტერესებს ამ ხალხთან მიმართებაში, მე ვიქნები შენი მძევალი, ძმაო!"- ამბობს გალდავა აუდიოჩანაწერში. 
ამ პასუხზე ესებუა ღიზიანდება და ყვირილზე გადადის:
"ბიჭო, დააყენე ახლა და რაღაცეებს ნუ მასწავლი... არ გამაბოროტოთ, გირჩევნიათ, თქვენზეა დამოკიდებული, აქ რა მოხდება, მე კაცურ სიტყვას გაძლევთ, თუ ჭკვიანად მოიქცევით, არავის არაფერი დაუშავდება, თუ არადა, რაც მოხდება თქვენ თავს დააბრალეთ..." - ამბობს ბადრი ესებუა.
საბოლოოდ ისე მოხდა, როგორც ესებუას  პოლიციის უფროსი სთავაზობდა: გალდავა მძევლებს ჩაენაცვლა, ესებუამ მიიღო ფული, გაათვისუფლა ყველა მძევალი და ბანკის შენობა პოლიციის უფროსის მანქანით დატოვა.
ესებუამ მარშრუტად ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია აირჩია, სადაც მანქანიდან გადავიდა, ფულით სავსე ჩანთა წაიღო და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
პოლიცია მას იმ დღის შემდეგ ეძებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY