11/01/211 311 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ლოგიკურია ივანიშვილის გადაწყვეტილება, ახალ გუნდს გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ მზად არის, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, უახლოეს პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეცნობება.
ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობას. მანამდე პოლიტიკური საბჭოს სხდომა იქნება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ვფიქრობ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ინსტიტუციური რეფორმები. თალაკვაძის განმარტებით, შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების გამიჯვა მოხდა და ინსტიტუციური დემოკრატია განხორციელდა.
„სრულიად ლოგიკურია მის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე. მინდა ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა თალაკვაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey