11/01/212 154 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია"- ნიკა გვარამია ივანიშვილის აუსრულებელ ოცნებაზე

აღიარებითი ჩვენება - ასე აფასებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილს, სადაც ოლიგარქი მედიის შესახებ წერს და არ მალავს, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა მისთვის მიუღებელია.
ნიკა გვარამია ამბობს რომ ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსთავი 2-ის საქმეში მისი პირადი ინტერესეი.
"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც. 
სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ამ წერილით მედიის სეგმენტზე ვლაპარაკობ, დადასტურდა, რომ ეს კაცი დევნიდა რუსთავი2-ს და მისი პირადი ჩართულობით შეიცვალა რუსთავი 2-ის მესაკუთრე უკანონო მესაკუთრით და ასევე მდევნიდა პირადად მე და საბოლოო გამოსათხოვარ წერილში, პირადად მიხსენიებს პრაქტიკულად, როგორც მედია მენეჯერს, რომელიც სინამდვილეში პარტ ფუნქციონერია, თუ რაღაც სისულელე. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი პარტიული თანამდებობა არასოდეს არ დამიკავებია - ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ივანიშვილის წერილის ამ ნაწილს, გამოიყენებს ყველგან, პოლიტიკური დევნის დამადასტურებლად: 
მე ვფიქრობ, რომ ეს არის აღიარებით ჩვენება და ეს აღიარებითი ჩვენება მომავალში რუსთავი 2-ის მესაკუთრეებს, რომელსაც უკანონოდ წაერთვა რუსთავი 2 აუცილებლად უნდა გამოიყენონ და რაც შემეხება პირადად მე, პოლიტიკური დევნის დადასტურებად ამას აუცილებლად, ბევრგან სხვადასხვა ინსტანციაში და სხვადასხვა ქვეყანაში აუცილებლად გამოვიყენებ", - ამბობს ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ახალი რეპრესიების მოლოდინშია და ვარაუდობს, რომ ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, ამ ყველაფერს მისი მორჩილი ხელისუფლების წევრები გააგრძელებენ:
"ამ წერილით თუ ამ წერილის გარეშეც "ოცნება" ჩემი მისამართით, ჩემი მედიის მისამართით და ზოგადად ოპოზიციური მედიის მისამართით რეპრესიებს ცხადია გააგრძელებს იმიტომ, რომ ამ წერილმა დაადასტურა, რომ მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის არის კრიტიკულად განწყობილი მედია და პირადად მიხეილ სააკაშვილი", -თქვა ნიკა გვარამიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA