27/01/211 061 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხათუნა ლაგაზიძე - „ქართული ოცნებისთვის“ მანდატების თემა ოპოზიციის დემორალიზაციისთვის საუკეთესო ბერკეტია

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების საკითხის ღიად დატოვებით მმართველი გუნდი დასავლეთის მოთხოვნებს ფორმალურად ხარკს უხდის.
როგორც ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს თემა „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის დემორალიზაციისთვის საუკეთესო ბერკეტია, რადგან, სანამ მანდატების საკითხი ღიაა, ოპოზიციაში მუდმივი დაძაბულობა იქნება. ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირონ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებების მიზეზი ბევრი რამ არის - ჯერ ერთი ის რეზოლუცია, რომელიც გუშინ ევროპელებმა მიიღეს და რომელიც ორივე მხარეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებს, კვლავ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და პარლამენტი ერთპარტიული არ დატოვონ. ამით ფორმალურად ხარკს იხდიან დასავლეთის წინაშე. მათი საქმიანობა ამ წლების განმავლობაში ხომ ასე იყო? - ფორმალურად პროდასავლური განცხადებები და შიგნით საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური დივერსიული ოპერაცია რუსეთთან ერთად ამ საზოგადოების მორალურად და ფსიქოლოგიურად გადასატეხად. ახლაც იმავეს აგრძელებენ - ფორმალურად ხარკს უხდიან დასავლეთის მოთხოვნებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებას ხელს აძლევს ოპოზიციასთან ურთიერთობაში. ფაქტობრივად, რბილად რომ ვთქვათ, კატა-თაგვობანას ეთამაშენებიან ოპოზიციას. ეს მათი მხრიდან დემორალიზაციისთვის საუკეთესო ბერკეტია იმიტომ, რომ სანამ დეპუტატების მანდატების საკითხი ღიაა, მანამდე მუდმივი დაძაბულობაა ოპოზიციაში, რომ ვიღაც არ შევიდეს და რაღაცით განაწყენებულმა საერთო ოპოზიციურ ერთობას რაღაცით არ უგანოს. ოპოზიცია სხვა რაღაცაზე კონცენტრირებას ვერ აკეთებს. ეს არის ხელისუფლების ხელში ოპოზიციის დემორალიზების და მუდმივ სტრესში ყოფნის არაჩვეულებრივი, საუკეთესო ბერკეტი. ცუდი ისაა, რომ ოპოზიციაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით თამაშობს თავიდან ბოლომდე.
სულ არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. დასავლეთს აჩვენონ, რომ ჩვენ, ბატონო, ღია ვართ თანამშრომლობისთვის და დავტოვეთ საკითხი ღიად, არ მოვუხსენით სადეპუტატო უფლებამოსილება და ისინი არ მოდიან კომპრომისზე. მეორე თემაა, რომ ოპოზიციას ამით შიგნიდან არღვევენ მორალურად და ფსიქოლოგიურად.
ამასთან, დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის. მან ბაქოში გააკეთა განცხადება იდეის შესახებ, რომელიც ერდოღანმა გააჟღერა ექვსთა კავშირთან დაკავშირებით - ანუ თურქეთი, ირანი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოც უნდათ რომ ამაში შეისრუტონ. როგორც ჩანს, მისი ტურნეს მიზანი არის ამ თემაზე საუბარიც. ეს რას უქადის საქართველოს, ყველა კარგად ვხვდებით, ამ ვითარებაში ერთპარტიული პარლამენტი არის სრული კატასტროფა“,- განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები შეუწყდებათ, ეს პროცესი დასრულდება.
„დამთავრდება მოლაპარაკება, აბა რაზე უნდა ისაუბრონ, რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში ახლა არ წამოვა იმიტომ, რომ ეს დღეს ჩანს მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნად. ამ მოთხოვნაზე საზოგადოების მობილიზება ოპოზიციამ ვერ შეძლო. ხელისუფლება ამ მოთხოვნაზე ერთადერთ პირობით წამოვიდოდა, თუ ქუჩები სავსე იქნებოდა“,- განაცხადა ლაგაზიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, სანამ ოპოზიციონერებს სადეპუტატო უფლებამოსილება ექნებათ, ხელისუფლება ეცდება, ისინი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფოს.
„ხელისუფლება მარტო 2 თებერვლამდე კი არა, თუ არ მოუხსნა სადეპოუტატო უფლებამოსილება, მუდმივად ეცდება, რომ ფსიქოლოგიური წნეხის რეჟიმში ჰყავდეს და განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში. მაინც თავისას მიაღწიოს, რომ მინიმუმ 100 კაცი, ანუ 2/3 ჰყავდეს პარლამენტში. ამისთვის საბაბი და მიზეზი არ გამოელევა, მით უფრო იმ უაღრესად დაძაბულ და დანაღმულ საგარეო პოლიტიკურ ველსა და იმ მოვლენების ფონზე, რომელიც გველდოება“,- განაცხადა ლაგაზიძემ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY