24/02/201 420 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს - ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას

ფინანსთა მინისტრის არმოსვლა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებს ხელს აფარებს. მისივე შეფასებით, მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლა პარლამენტის შეურაცხყოფაა.
„სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით. ანუ, სათქვენოდ აკეთებთ, ხომ? ეს პარლამენტია, ხალხო. იცით, რატომ არ მოდის? თქვენც ხართ ამ სქემებში თანამონაწილე: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი, რომელიც ამ ხალხს ხელს აფარებს. რას აშენებთ, რა ქვეყანას აშენებთ, რა უბედურებაა! ან რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხნის განმავლობაში? იმისთვის, რომ ისევ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა? როგორც ჩანს, ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობის გამო და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა. პარლამენტის შეურაცხყოფა ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა. რაც გინდათ, ის ქენით. გინდათ, თავზე ნაცარი დაიყარეთ, გინდათ, დასხედით ეთერებში და გველაპარაკეთ ახალი იდეოლოგიით. ვფიქრობ, სულ ცოტა, ეს არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ. არ ვაპირებ იმ ხალხისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ჩირგვებში ისხედით, ასეთ უპატივცემულობაში გვამყოფოთ მე და ჩემი კოლეგები. რა პასუხსაც მიიღებთ, ამაზე თქვენ თვითონ აიღებთ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA