02/02/211 676 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი თეა წულუკიანზე - მორალზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც წულუკიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გამოცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თეა წულუკიანმა თავისნაირი მანკიერი, ამორალური მართლმსაჯულება ააშენა და ახლა კულტურას და განათლებასაც ფსკერზე დაიყვანს.
“დღის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეჭვი შემეპარა საერთოდ ღირს, თუ არა, ამ პარლამენტის მუშაობა. ყველაფერი დაიწყო კობახიძის, ერთი მხრივ, კონსტრუქციულობანას თამაშით და მეორე მხრივ, ნიშნის მოგებით. ანუ ფაქტობრივად, ლაიტმოტივი ცინიკური გასდევდა“, - განაცხადა მან.
ხუხაშვილმა ასევე თეა წულუკიანის განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თეა წულუკიანმა თავისნაირი „მანკიერი, ამორალური მართლმსაჯულება ააშენა.
„იუსტიციის მინისტრი იყავი, ეს ქალი მართლმსაჯულების გარანტი იყო, რომ გამოდიხარ ოპონენტის ნომერს საჯაროდ ამბობ, რაც არ უნდა ცუდი და საზიზღარი იყოს, როდესაც ასეთი პოლარიზაციაა საზოგადოებაში და ფაქტობრივად მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი, ხომ გასაგებია?! რა მართლმსაჯულება ააშენა ამ ქალმა?! თავისნაირი მანკიერი, ამორალური აბსოლუტურად. ადამიანს მორალზე საერთოდ წარმოდგენა არა აქვს. აი, ასეთი იუსტიციის მინისტრი გვყავდა! ახლა კულტურასა და განათლებასაც ფსკერზე დაიყვანს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA