Babajana PC Repair MAX PC and mobile Repair
წყარო: ipn.ge, 28 თებ 2013, ნახვები: 376, კომენტარი: 0
http://i.imgur.com/uOqQVcH.jpg
photo © ipn.ge  
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებული, ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება , - ამის შესახებ ინფორმაციას ბრალდებულ ვოვა არუთინიანის დედა, ანჟელა არუთინიანი ავრცელებს.
მან დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო პასუხი მის წერილზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მისი შვილის საქმე არ გადაიხედება. ანჟელა არუთინიანი ამბობს, რომ წერილი მან მისი შვილის საქმის გადახედვის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროში4 იანვარს გააგზავნა, ხოლო პასუხი 4 თებერვალს მიიღო.
"მივიღე პასუხი 4 თებერვალს, სადაც წერია, რომ აღნიშნული განაჩენი არის კანონიერ ძალაში შესული და მისი გაუქმებისთვის დღეის მდგომარეობით არ არსებობს ახლადგამოვლენილი არც ერთი გარემოება, ე.ი. არ გადახედავენ საქმეს", - განაცხადა ანჟელა არუთიანიანმა.
ანჟელა არუთინიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს და მოითხოვს მის გათავისუფლებას. არუთინიანი ისევ გეგმავს შესაბამისი უწყებებისთვის ოფიციალური წერილის მიწერას და ახალი გარემოებების სახით, როგორც ის აცხადებს, თან დაურთავს გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე წერს, რომ ე.წ. ლიმონკის სროლის ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
"ჩემი შვილი უდანაშაულოა, ჩემს შვილს საქართველოსთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მართალია, ჩვენ სომხები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და გვიყვარს. ჩემს შვილს არც ამერიკასთან და არც რუსეთთან საქართველო არ გაუყიდია", - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.
ვოვა არუთინიანს 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის წინაააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ედება ბრალი. ვოვა არუთინიანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ბრალს N7 დაწესებულებაში იხდის.


Полужирный დახრილი ტექსტი Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
ქართული კლავიატურა
 
Bank Constanta

Law Office - Levan Natalishvili

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, კრიმინალი, საოჯახო

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Shopping Express

Shopping Express

ამანათების გზავნილები ამერიკიდან

267 342 0929 | 215 397 3800


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141

რეკლამა       Since March 26 2005