07/02/211 063 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგო ჩიხლაძე - გონივრული იქნება „კომენდანტის საათის“ სულ მცირე 12:00 საათამდე გადაწევა

„კომენდანტის საათი“ პირიქით, ზრდის ადამიანების მობილობას და სიმჭიდროვეს მომსახურების სფეროში, ქუჩაში - გონივრული იქნება მისი სულ მცირე 12:00 საათამდე გადაწევა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის დაწყება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სწორედ პროტესტის შედეგი იყო და ის შედეგს ამჯერადაც გამოიღებს.
„ეს იყო პროტესტი არაგონივრული, არათანაზომიერი რეგულაციების მიმართ, რაც არის "კომენდანტის საათი" 9:00 საათიდან, მგონი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პროტესტი ისევე როგორც ნაწილობრივ გაითვალისწინა კანცელარიასთან აქციები გარკვეული რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით და სულ მცირე 12:00 საათამდე მაინც უნდა გადაწიოს „კომენდანტის საათი“. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ უნდა მოიხსნას, მაგრამ პირველ ეტაპზე გონივრული იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაიწიოს „კომენდანტის საათმა“, რადგან ხედავს ამ განწყობას ხელისუფლება თანაც არანაირი არგუმენტი არ აქვს.
რაც შეეხება დაჯარიმება დაკავების სერიას, მგონი ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იქნება - თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ის შეეცდება, რომ როგორღაც არ დააჯარიმოს, გაწელოს ეს პერიოდი. თუ როგორღაც დაინახა, რომ შესუსტდა პროტესტი, დააჯარიმებს აუცილებლად. სახელმწიფო არ უნდა იყოს დაჯარიმებაზე და დასჯაზე, არამედ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ისევე როგორც გამოიღო საზოგადოების და პოლიტიკოსების აქტიურობამ შედეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან, სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და უახლოეს კვირებში ჩვენ ამას ვნახავთ, რომ „კომენდანტის საათის“ დრო შეიცვლება ან საერთოდ გაუქმდება. „კომენდანტის საათი არის აბსურდი“, ეს პირიქით ზრდის მობილობას და სიმჭიდროვეს ადამიანების მომსახურების სფეროში, ქუჩაში და ა.შ. არაგონივრულია 9:00 საათზე კომენდატის დაწესება, ამიტომ სულ მცირე მისი გადაწევა სიხალვათეს კიდევ უფრო გაზრდის და აღარ იქნება ის სიმჭიდროვე, ხედავთ რა ხდება 7:00 საათიდან 9:00 საათამდე ქალაქში,“-განაცხადა ჩიხლაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York