14/02/211 114 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოსო გოგაშვილი - შემდეგი კვირიდან სიახლეები გელით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას დაკავების მოლოდინი არ აქვს. როგორც გოგაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, მის შესაძლო დაკავებაზე ინფორმაცია არ აქვს და ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია".
„მე არ ვარ ბრალმდებელი ორგანო და თუ დევნის ობიექტი ვარ, მაშინ უნდა იკითხოთ მათთან, ვინც ამის განხორციელებას აპირებს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია". ყოველ შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს მუხლი და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩემს მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ამას გამოვრიცხავ. დანარჩენი, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. რაც მთავარია, მუშაობენ, ესაა მთავარი და ეს კარგია“, - განაცხადა გოგაშვილმა.
კითხვაზე, სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრან, დარწმუნებული ხართ, რომ სუფთად გამოხვალთ? გოგაშვილი ასე პასუხობს: „საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლებრივი გადაცდომა და დარღვევა, არც იქამდე და არც - მას მერე“. ასე რომ, ეს ყველაფერი არის სასაცილო. საქმის აღძვრას რაც შეეხება, ძალიან ბევრი საქმეა რეალურად აღსაძვრელი და ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს საქმეები აღიძრას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მართლა მიეცნენ კორუმპირებულები, მულტიმილიონერები, მილიონერები და ა.შ. ასე, რომ პრობლემა არ არის“, - განაცხადა გოგაშვილმა.
რაც შეეხება ზურაბ ალავიძესა და ოთარ ფარცხალაძეს, გოგაშვილის შეფასებით, მათზეც „ფეიკნიუსები“ ვრცელდება.
„არ ვიცი, ოთარის და ზურას მიმართ რა საქმეზე და რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე. "ფეიკნიუსები" კი ვრცელდება მათ მიმართ, მაგრამ არ ვიცი, ვითომ 700 მილიონს ედავებიან? ვერ გეტყვით... მაშინაც ასე მოხდა, ესენი რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ნაგავი მიეყარათ. სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავი ამისთვის, ბავშვი არ ვარ და არც ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე მიმუშავია, რომ რაღაც ისეთი დავაბრახუნო, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არაა. არ მეგონა, იქამდე თუ დაეშვებოდნენ, რომ ჩემს მიმართ ასეთ "მესიჯბოქს" გამოუშვებდნენ იმ სისტემიდან, რომელიც ზეპირად ვიცი. სასაცილოა, უბრალოდ, ეს მოულოდნელი არაა ჩემთვის, ამისთვის მზად ვიყავი“, - განაცხადა ინტერვიუში გოგაშვილმა.
სოსო გოგაშვილი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მას აბსოლუტურად არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.
„მისი გაცნობის დღიდან, იქიდან მოყოლებული, რაც გახარია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, მას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასე რომ, მე მასთან დაპირისპირება არ მქონია. არც სხვებთან, ვისთანაც ვურთიერთობდი“, - ამბობს გოგაშვილი.
რაც შეეხება კომპრომატების გასაჯაროვებას, რამაც შესაძლოა პოლიტიკურ ამინდი და პროცესები შეცავლოს ქვეყანაში, გოგაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას „მომდევნო კვირიდან სიახლეები ელის“.
„ამას მალე, შემდეგი კვირიდან გაიგებთ, გელით სიახლეები. ჯერ ვერაფერზე მიგანიშნებთ. იმისთვის არ ვემზადები და იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პროცესები შეიცვალოს. თუმცა უკეთესობისკენ თუ რამე შეიცვლება, ეს ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა. უბრალოდ, რასაც ვსაუბრობ, ეს კონკრეტულ ამბებს ეხება“, - აღნიშნა გოგაშვილმა ინტერვიუში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.