24/02/211 567 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება „ნიანგის ცრემლებია“

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი უკვე იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ მისი ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება. უბრალოდ, ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის “პლინტუსს” ქვემოთ, ნულოვანი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით ის პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს.
ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია თავისი კეთილი ნება გამოხატოს ქმედებებით, რაც ნებისმიერი მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს.
„მას შეუძლია არა განცხადებები, არამედ პირდაპირ ქმედებებით აჩვენოს თავისი კეთილი ნება, თუ შეცდომა დაუშვა და თუ თავზე ნაცრის დაყრა უნდა, დაიყაროს ეს ნაცარი, რაღა განცხადებებს აკეთებს. იმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან შეასრულა დიქტატორის პაროდია. ბუნებრივია, რეალურად, ღარიბაშვილზე როგორც დიქტატორზე საუბარი არასერიოზულია, მაგრამ პაროდიული როლი ითამაშა, აბსოლუტურად აფექტური. ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას კრიმინალები და რადიკალები უწოდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსყიდვა რითაც შეუძლია, ეს არის ქმედებები. დღეს ერთ განცხადებას გააკეთებს, ხვალ - მეორეს, მერე ისევ ნერვები აეშლება, მარცხენა ფეხზე ადგება და ისევ არეულად ილაპარაკებს, ასე არ გამოვა, რადგან სახელმწიფო ასე არ იმართება. კი, ბატონო, ეს შეიძლება ვიღაცამ სახლში აკეთოს და არ იყოს პრობლემა, მაგრამ ამგვარად სახელმწიფო ინტერესები ზიანდება საბოლოო ჯამში. ასე, რომ ის წარმოუდგენელი საქციელი, რაც იმ დღეს ჩაიდინა, მოინანია? კი ბატონო, გვაჩვენოს ქმედებებით, რომ ინანიებს. ქმედებებში ნებისმიერ რაღაცას ვგულისხმობ. ანუ ნებისმიერი მიმართულებით გადადგას რაღაც რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამიტომ, გვაჩვენოს რაიმე ქმედებები. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ არ მიყვა იმ რადიკალურ სცენარს, რაც ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა იმ მიზნით, რომ გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა გახარიამ. მან ეს სისულელე მეორე დღესვე ჩაიდინა და ახლა, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ფუთოს, რა აზრი აქვს ამას?! აბსოლუტურად არანაირი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA