08/03/211 057 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას და კორუფციას უწობენ ხელს - მაკფოლი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკ მაკფოლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო პარტნიორების რექციებსა და შემქნილ კრიზისზე გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრობს.
მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, რომ სანქციების დაწესების არ ეშინია და უკან არ იხევს. 
"შეერთებულ შტატებს არა აქვს ინსტრუმენტები, რომ გაავრცელოს დემოკრატია ისეთ დიდ და ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი ან თუნდაც ირანი, მაგრამ საქართელო სხვა საკითხია. ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც მოიცავდა მრავალმილიონიან და ახლა უკვე ალბათ მილიარდიან დახმარებებს, ჩენ გვაქვს სამხედრო პარტნიორობა და რა თქმა უნდა შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ პიროვნებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას და კორუფციას უწობენ ხელს. თქვენ ყველამ კარაგდ ნახეთ რა გააკეთა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კალამოისკის შემხევევაში უკრაინაში.   ამერიკამ უნდა გამოიყენოს მთელი არსენალი", - თქვა მან. 
ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში აღნიშნავს, რომ რუსეთს და მის პრეზიდენტს პუტინს არაფერი არ აინტერესებს ისე, როგორც ის, რომ საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატია დამარცხდეს.
"ვფიქრობ, საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს ერთი რამ: შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიული იდეალები აერთიანებთ. საქართველოს არა აქვს ნავთობი ან რაიმე სხვა ბუნებრივი რესურსი, რომელიც შეიძლება ამერიკას სჭირდებოდეს. ამიტომ, ჩვენ ერთგულები უნდა დავრჩეთ ამ იდეალების. თუ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება, მაშინ ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან შემცირდება და ეს ხალხმა უნდა გაიგოს. ჩვენ იდეალები გვაერთიანებს და ესეც რომ არა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკას სხვა პრობლემებიც აქვს მოსაგვარებელი, როგორც მსოფლიოში, ასევე საკუთარ სახლში და თუ საქართველომ ამ იდეალებს უღალატა, მაშინ ვაშინგტონში ხალხი საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს", - თქვა მაიკ მაკფოლი.
მისივე განცხადებით, ახლა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს შორის უნიკალური მომენტი დგას, პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს კარგად იცნობს, ქვეყანაში იმყოფებოდა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც. 
მაკფოლი ამბობს, რომ NATO-ში გაერთიანების მთავარი წინაპირობა ქვეყანაში ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატიაა, რაც საქართველოში არ არის. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA