კორონავირუსიანმა პაციენტმა იტალიაში ჯგუფთან ერთად იმოგზაურა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაუდასტურდა 31 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში იტალიაში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, აღნიშნულმა ჯგუფმა იტალიის იმ ქალაქებში იმოგზაურა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები არ არის. ინფიცირებული ქალი საქართველოში 26 თებერვლის საღამოს შემოვიდა.
“თუმცა, როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი სახიფათო ხდება”, – უთხრა ჟურნალისტებს ცერცვაძემ. მისივე განმარტებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა კარგია, რადგან მას არც მაღალი ტემპერატურა აქვს და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი მძიმე სიმპტომები. პაციენტს ვირუსი მხოლოდ ლაბორატორიულად დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დააავდებების აბსოლუტური უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ეს ზრდის ვირუსის უფრო მასშტაბურად გავრცელების რისკებს.
“ის, ვინც სიმპტომურია, მძიმე ავადმყოფია, ის ძალაუნებურად იზოლირებულია მოსახლეობისგან. ის ან სახლში წევს ან საავადმყოფოში და მას ერიდებიან. ვინც უსიმპტომოა, იზოლირებული არ არის, არც თვითონ ერიდება სხვას და არც მას ერიდებიან”, – აღნიშნა ცერცვაძემ. მისვე ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვისთანაც ინფიცირებულს სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა.