11/03/211 292 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - დაინიშნოს ახალი არჩევნები და თუ „ქართული ოცნება“ მომგებია, დაე, მოიგოს

დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი და ინფორმირებული დიპლომატი, ამიტომ მისი მოტყუება გაუჭირდება ყველას, ძალიან კარგად ფლობს ქვეყანაში პოლიტიკურ კონტექსტსაც და კარგად ესმის დინამიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს დანიელსონისთვის იმის ახსნა, თუ რის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და შემდეგ მედიატორის ვიზიტის შედეგებით ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე წარდგეს. სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ ან შეთანხმება შედგება და საქართველო წავა ევროპისკენ ან ეს შეთანხმება ჩაიშლება და ქვეყანა ჩაკეტავს ევროპული მომავლის გზას, ამ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან მიზეზებისა და საბაბების მოძებნა იმისთვის, რომ არავითარი შედეგი არ დაიდოს, „ასე მარტივად არ გადაივლის“.
„არ მინდა წინასწარმეტყველება დავიწყო, როგორ მოიქცევა ხელისუფლება, იმიტომ, რომ სად წავა ღარიბაშვილი? ჩამოვა ის ადამიანი ხვალ, მოუწევს მასთან შეხვედრა, მოუწევს მისთვის ახსნა, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და შემდეგ მოუწევს იმ შედეგებით, რა შედებიც დაიდება მედიატორის ჩამოსვლის შედეგად, ბრიუსელში გამგზავრება და ასოცირების საბჭოზე წარდგენა. ღარიბაშვილს და ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ორი გზა, სხვა გზა აქ არ არსებობს. ერთი გზა არის, რომ წამოვიდნენ იმ ნაბიჯებზე, რომელიც გახდის შეთანხმებას შესაძლებელს და ეს, პირველ რიგში, არის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემის დახურვა ან დახურვა თუ არა, პროგრესი. ამ თემაზე აისახება ყველაზე კარგად ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ვგულისხმობ და, ასევე, საუბარი და შეთანხმება იმაზე, თუ როდის გაიმართება ქვეყანაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ თემის დახურვის გარეშე, არც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ეს პრობლემა ამოიწურება.
დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, ის იყო ჩემი კოლეგა, ევროკავშირში შვედეთის ელჩი და ჯერ კიდევ იმ დროიდან ძალიან აქტიურად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს ევროკავშირთან მიმართებით, უვიზო მიმოსვლა იყო ეს თუ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება. ის არის ძალიან გამოცდილი და ინფორმირებული დიპლომატი, ამიტომ მისი მოტყუება გაუჭირდება ყველას, ძალიან კარგად ფლობს ქვეყანაში პოლიტიკურ კონტექსტსაც და კარგად ესმის დინამიკა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის,“- განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კრახით დასრულდება, საზოგადოებრივი პროტესტი დაიწყოს.
„თუ ეს ყველაფერი კრახით დასრულდება, ერთი რამ ნათელია, ჩვენ სხვა პოლიტიკურ პროცესში გადავდივართ ქვეყნის შიგნითაც. გადავდივართ იმ პროცესში, რომ მობილიზება უნდა გავუკეთოთ საზოგადოებას, როგორც უკრაინაში მობილიზდა თავის დროზე საზოგადოება და ეს ქვეყანა გადაარჩინა, ვგულისხმობ საზოგადოებრივ პროტესტს. ჩვენ ხომ ავირჩიეთ, რომ ევროპაში გვინდა ყოფნა და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ეს ქვეყანა, ახლა რომ გეუბნება ევროკავშირი, ან შეთანხმებას მიაღწევ, ან ევროპისკენ გზა დაიკეტება, ცხადია, პასუხს მოვთხოვ მას, ვინც ამ გზას მიხერგავს, ხალხიც მოსთხოვს პასუხს. სხვა სიბრტყეში გადავა ხელისუფლების მდგომარეობაც დასავლეთთან მიმართებით იმიტომ, რომ მათაც ეცვლებათ დამოკიდებულება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისი შეფასებით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კონსენსუსი ვერ შედგება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ და ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ გზაზე უარს იტყვიან და ხელისუფლება ზურგს აქცევს ევროპაას.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 7 ნოემბრის მოვლენებზეც გაავლო პარალელი. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული მკვეთრი განცხადებების ფონზე, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.
„7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე მკვეთრი შეფასებების შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. დაინიშნოს ახლაც და თუ არის „ქართული ოცნება“ მომგები, დაე, მოიგოს არჩევნები...
მიუხედავად შეცდომებისა, არ მომერიდება ამ სიტყვების, გარკვეულ შემთხვევებში დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ერთი რამ, რაც ხელშეუხებელი იყო, ეს იყო სწორედ ჩვენი გზა ევროატლანტიკური მომავლისკენ. დღეს, როდესაც პირდაპირ გეუბნებიან შენი ევროპელი პარტნიორები, ან მოძებნე შეთანხმება ან შენ კეტავ ქვეყნის გზას ევროპისკენ, თუ შენ ყველაფერს არ გააკეთებ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს, ძალიან დიდ ბოდიში, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგელობა სხვანაირად მოგეკითხება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.