15/03/21877 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა არ მოხდება.
ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას.
„რა არის კარგი ამბავი? - კარგი ამბავი არის ის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეხვედრა არ მოხდება. მეორე - რომ გითხრათ რომ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წინ წავიწიეთ, ეს ასე არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა. ის, რაც გუშინ საღამოს „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე, დაზუსტდება. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, რაზე იქნება საბოლოო შეთანხმება, წინასწარ თქმა გაუჭირდება, თუმცა, ვაშაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია პატიმრები ისევ ციხეში დატოვონ.
„დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობთ, არ არის არც ოპოზიციისა და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის მხარე ეთანხმება. შესაბამისად, დოკუმენტზე, რომელზეც გვესაუბრებიან, ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და მეორე მხარესაც შეიძლება ჰქონდეს.
დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, რომ ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში. ამიტომაც არის ლამის ყოველდღიური, ინტენსიური ჩართულობა.
საბოლოო შეთანხმება რაზე იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ. რა იქნება სხვა მხრიდან, ამას ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ! როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავაკეთოთ?!“- განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ საუბარი ისევ არის რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York