16/03/211 266 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი.
„სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც, ევროპასთან პარტნიორობით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე. ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა. დღეს აუცილებელია, რომ ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ადეკვატურად იქნას გაგებული და შესრულებული ოპოზიციის მხრიდან. ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ოპოზიციის მთავარი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და შემდეგ ამით დააშანტაჟოს ხელისუფლება, თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები კრიტიკული არიან მთავრობის მიმართ და მხარს არ უჭერენ საქართველოს. პრემიერის მიმდინარე ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის. ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზარალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა“,- განაცხადა ხელაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA