29/02/201 838 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოში ირანის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ავრცელებს შემდეგ განცხადებას:
1. ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად. ამ მიზნით, სასწრაფოდ შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი და პრეზიდენტის ბრძანებით ჯანდაცვის მინისტრს დაევალა ვირუსის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით სასწრაფო ზომების მიღება. ირანის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:
- კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ბიუჯეტის გამოყოფა.
- სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარება სკოლის მოსწავლეების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებისა და მოსახლეობისათვის; ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციების გავრცელება სკოლებში.
- საჭირო ზომების გატარება შესაბამისი სამედიცინო და სამკურნალო საშუალებებისა და აღჭურვილობის (პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების, კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების) წარმოებისა და მოპოვებისათვის.
- სამუშაო საათებისა და მოსახლეობის გადაადგილების შემცირება.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მეტროს სადგურების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
- კულტურული, და სპორტული ღონისძიებების გაუქმება; კინოთეატრებისა და სხვა გასართობი ცენტრების დახურვა.
- ვირუსთან ბრძოლისათვის საჭირო სამედიცინო პროდუქციის გაძვირებასთან და სპეკულაციასთან ბრძოლა და მათზე მარტივი ხელმისაწვდომობა.
2. ირანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელის კრისტოფ ჰამელმანის განცხადებით, „ირანი არ არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. უახლოეს მომავალში ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება ამ გამოწვევის წინაშე. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს ვირუსისაგან დაცულად თავის წარმოჩენას და სხვა ქვეყნების დადანაშაულებას, ვერ დაეხმარება კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში".
3. მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ირანის ჯანდაცვის სისტემა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ ძლიერი და ეფექტური. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მაქსიმალური ძალისხმევით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თავისი სამედიცინო და სამკურნალო შესაძლებლობებითა და რესურსებით გამოსულია კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე.
4. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის და მიაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.
5. ირანის ისლამური რესპუბლიკა ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას ყოველგვარი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA