18/03/211 235 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე აჭარიდან 25 ადამიანი შეარჩიეს

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად, პირველი ეტაპისთვის მხოლოდ 25 აპლიკანტი შეარჩიეს. შერჩეული პირები – 10 ქალი და 15 კაცი გერმანიაში სატაცურის აღების სამუშაოებზე აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან.
„შეირჩა 25 ადამიანი, რომლებთანაც გაგრძელდება მუშაობა დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით. წინაგასამგზავრებელი, საორიენტაციო ტრენინგი ჩაუტარდებათ და ტექნიკური მხარდაჭერა ექნებათ იმისათვის, რომ ჯგუფი აპრილის პირველ ნახევარში წავიდეს გერმანიაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმღვანელი თემურ კახიძე.
მისი თქმით, პირველ ვაკანსიაზე 200-ზე მეტ აპლიკანტს გაესაუბრნენ, თუმცა აქედან მხოლოდ 80 აპლიკანტი შეირჩა. „დამსაქმებელს მხოლოდ 25 ვაკანსია აქვს გამოცხადებული, ამიტომ ამ 80 აპლიკანტიდან დასაქმდება მხოლოდ 25 ადამიანი. დამსაქმებელი თვითონ ეცნობა მონაცემებს და ის აკეთებს საბოლოო არჩევანს. შემდეგ უნდა გადმოაგზავნოს სამუშაო ნებართვა და შრომითი ხელშეკრულება, რომლის პირობებსაც ასევე გავაცნობთ შერჩეულ აპლიკანტებს. ძირითადი და სარეზერვო ჯგუფი იკრიბება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან პირობების შესრულება“, – ამბობს თემურ კახიძე.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე შერჩეული ადამიანები იმუშავებენ სატაცურის აღებაზე. „სხვა ვაკანსია როგორც კი შემოვა, მაშინ გვეცოდინება კონკრეტული პირობები და ის, თუ რა ოდენობის ადამიანური რესურსი სჭირდება კონკრეტულ დამსაქმებელს“, – ამბობს კახიძე.
9 მარტის მონაცემებით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე 95 632 პირი იყო დარეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey