19/03/211 830 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, აშშ-ს სანქციების დაწესება რამდენიმე ადამიანზე მოუწევს - დევიდ კრამერი

საქართველო კრიზისშია! - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და მიიჩნევს რომ აშშ მეტად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
"მთავარ არხთან "ინტერვიუში კრამერი ამბობს, რომ აშშ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტი გავლენა აქვს და უფრო აქტიური უნდა იყოს.
"დღის სტუმართან" ინტერვიუს დროს კრამერი სენატის საგარეო კომიტეტში, საქართველოსთან დაკავშირებით ჩანიშნულ შეხვედრასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა გამოწვევის წინაშეა, რადგან დეპარტამენტი ჯერ კიდევ არ ჰყავს სრულად დაკომპლექტებული, თუმცა დარწმუნებულია - "მალე უფრო მეტი ყურადღება და ფოკუსი იქნება საქართველოზე".
ვფიქრობ რომ კონგრესს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - იქნება ეს მათი უშუალო ვიზიტი საქართველოში თუ რამე სხვა გზა. ასევე მომავალ კვირას მოსმენა იქნება სენატის საგარეო კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც სენატორმა შაჰინმა დააინიცირა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მჯერა, მალე უფრო მეტი ყურადღება და ფოკუსი იქნება საქართველოზე...
ძალიან ვაფასებ შარლ მიშელის და კრისტიან დანიელსონის ზრახვებს მიაღწიონ შეთანხმებას, ამ დრომდე კი სამწუხაროა, რომ აშშ აქტიურად არ იყო ამ პროცესში ჩართული, ამიტომაც ახლა უნდა ჩაერთოს აუცილებლად, არა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები გადაჭრას, არა  - ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, არამედ, იმიტომაც, რომ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სხვა ქვეყნებისადმი, მაგრამ, მათთან შედარებით ამერიკას  მეტი გავლენა აქვს საქართველოში, და ამიტომაც უნდა ვიყოთ აქტიურები. საქართველო კრიზისშია!' ამბობს კრამერი
მისი თქმით, კრიზის საქართველოში ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
აქამდე პროცესები ერთგავროვანი იყო ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, მაგრამ ნიკა მელიას დაკავების შედეგად, ყველაფერი იქცა კრიზისად. ამას დაემატა, სასამართლოს გადაწყვეტილება ტვ პირველთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბული ვითარება, ამიტომ უსრწაფესი ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას - უკან დახევაა - ამისთვის კი უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია! შეუძლებელია მოლაპარაკებას მართავდე ოპოზიციასთან, როცა მთავრი ოპოზიციური ლიდერი ციხეში ზის - ამბობს კრამერი
 ამერიკელი დიპლომატი სანქციებს არ გამორიცხავს და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს:
მელიას გათავისუფლება პირველი ნაბიჯია, როგორც ვთქვი, შეუძლებელია ციხეში იჯდეს ოპოზიცური ლიდერი და შენ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან. და სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება დაუყონებლივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს სანქციების დაწესება.
ვიმეორებ, ამას სიხარულით არ ვამბობ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს წნეხის გასაზრდელად იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია იმაზე რა მდგომარეობაშიც საქართველო ჩააყენეს. და როდესაც სანქციებზე ვლაპარაკობ, ვფიქრობ რამდენიმე ადამიანზე - ესენი არიან, ბატონი ივანიშვილი და ბატონი ღარიბაშვილი სხვებთან ერთად! ვიმედოვნებ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა, როგორც ახლა ვხვდები, ჩვენი ევროპელი მეგობრების მცდელობამ,  მოლაპარაკების გზით მოეგვარებინათ საკითხი - არ იმუშავა. და თუ არ ამართლებს ეს გზა, უნდა გამოვიყენოთ რამე სხვა, ამიტომ ვფიქრობ სანქციებია ეს გზა, რაც  საკმაოდ მკაცრი ხელი იქნება.
დევიდ კრამერი არასწორს უწოდებს იმ შეფასებებს და დასკვნებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთნ დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს:
დიახ ის ნამდვილად არასწორი იყო შეფასებაში, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, მითუმეტეს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასკვნებით, ისევე როგორც ოდირის საბოლოო რეპორტით, ჩვენ ვნახეთ შეფასებები, სადაც დიახ ნახსენები იყო პროგრესი, თუმცა ასევე საუბარი იყოს იმ გამოწვევებზე რაც არსებობდა არჩევნების დროს და დღემდე დგას საკითხი, გადალახა თუ არა ქართულმა ოცნებამ 40%-იანი ბარიერი რეალურად, რითიც დააკომპლექტა კიდეც მთავრობა ისე რომ არ დასჭირვებია კოალიციური მთავრობა.
მოკლედ კი, ასეა რომ, ქართული ოცნება მხოლოდ პოზიტივს უსვამდა ხაზს, ხოლო ოპოზიცია მხოლოდ ნეგატივს, ამოსავალი კი ისაა, რომ საქართველოში ტარდებოდეს არჩევნები, რომელიც სანდოა" - ამბობს დევიდ კრამერი
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.