19/03/211 637 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - "ქართულ ოცნებას" უნდოდა, სიტყვაზე ვნდობოდით

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების" მხრიდან არ ყოფილა ოფიციალურად შეთავაზება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ სიტყვაზე ვნდობოდით და ეს აბსოლუტურად უგვანი წინადადება მიგვეღო დამალულად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი შეთანხმება არსებობდეს საზოგადოებისგან დამალულად. წინადადება შინაარსობრივად სრული აბსურდია, მაგრამ კიდევ განსაკუთრებული სრული სიგიჟეა, როდესაც ეს წინადადება იქნება ასე დამალული“,- განაცხადა გიგი უგულავამ, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პოზიცია აქვს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
გიგი უგულავას განმარტებით, ოპოზიცია ამ წინადადებას არ იზიარებს, არ მიიჩნევს მათ კომპრომისულად და პირიქით, განიხილავს ამას როგორც ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგს.
„პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მანამდეც ნათელი და დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი. ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება, მე მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით, მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თვითონ გამოიტანეთ რამდენად მზად არის თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის პროკურორის არჩევის საკითხი- „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს ⅔-ით ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას პროკურორის დანიშვნაში 5 წლის შემდეგ და რატომ 5 წლის შემდეგ? იმიტომ, რომ თურმე შოთაძე ირაკლი არჩეულია და ხომ არ გადავირჩევთ?! ანუ „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ 5 წლის შემდეგ და ამ 5 წელიწადში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება მთავარი პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას მხოლოდ შეიძლება ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, - განაცხდა უგულავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY