დასანანია, დღეს რუსთაველზე ბევრი პარტიის ლიდერი ვერ დავინახე - მელია ოპოზიციას
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ციხიდან "მთავარ არხთან" პირველი სატელეფონო ინტერვიუს დროს ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 15 მაისს, მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ.
ინტერვიუს სრული ვერსია, დღეს "შაბათის მთავარის" ეთერში გავა.
"ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გულით დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე. არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის საწინდარი, კარგი დასასრულის. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიის პირველი პირი, ლიდერი ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანია. უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ. მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ყველამ გავიაზროთ ეს არაა ბრძოლა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - თქვა ნიკა მელიამ.ნიკა მელია ამბობს, რომ 15 მაისს გულწრფელები და თავდადებულები უნდა იყვნენ, რადგან საზოგადოება გარეთ გამოვიდეს.
ინტერვიუს სრული ვერსია, დღეს "შაბათის მთავარის" ეთერში გავა.