არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა-თქო... გამიკვირდა... - წულუკიანი გახარიაზე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
იმედი მქონდა, რომ გახარია არ წავიდოდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო, ეს შემობრუნება ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის ჩვენი ოპოზიცია იქნება, შესაბამისად, ჩვენ ოპონირება მოგვიწევს. ეს ერთის მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს "ოცნებისთვის" საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ იქნება. თუმცა გუნდში, ვინც პარლამენტში ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო. თუმცა წარმატებას ვუსურვებ, - ამბობს წულუკიანი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.გადადგომის შემდეგ დღეს, 22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.