23/03/211 486 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ეს არის ძირითადად ფორმულა, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ

ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში - ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ხისტი პოზიციებით გამოირჩევა.
მისი თქმით, კობახიძე მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და მისი პოზიციები მთლიანად გუნდის პოზიციას ასახავს.
"ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ აკო მინაშვილს გააჩნია. თურმე, აკო მინაშვილი წესიერია, დიპლომატიურია და ირაკლი ყოფილა ხისტი. საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს, ვოლსკის თქმით, ამას "საგანგებო მნიშვნელობა" აქვს.
"ევროკავშირი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილიზაციით საქართველოში და რასაკვირველია, ჩამოსვლა სწორედ ამას მიუთითებს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მოხდეს პოლიტიკური პროცესის და შემდგომ სხვა ყველა დანარჩენი მიმართულებების სტაბილიზაცია. არის თუ არა ამ სტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული პოლიტიკური ძალები - ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.